Home
Category
TV Live Menu

იქნება თუ არა წნეხი ლარისთვის "სილქნეტისა" და "ჯეოსელის" გარიგება?

5a6f143769b89
ელენე გოგბერაშვილი
29.01.18 16:28
1221
"სილქნეტსა" და "ჯეოსელს" შორის 153 მილიონ დოლარიანი გარიგების შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ აქტიურად ისმის კითხვა, ხომ არ ექნება ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდ გარიგებად შეფასებულ ტრანზაქციას წნეხი ეროვნულ ვალუტაზე გაუფასურების მიმართულებით.

2016 წელს "თიბისი ბანკისა" და "ბანკ რესპუბლიკას" გარიგებამ, რომელიც 315 მლნ ლარი იყო, ლარის კურსის რყევები გამოიწვია და ეს ფაქტი ეროვნულმა ბანკმაც დაადასტურა. აღნიშნულიდან გამომდინარე "თიბისი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს ბადრი ჯაფარიძეს BM.GE-მ დაუსვა კითხვა - ხომ არ გამოიწვევს ლარის გაუფასურებას აღნიშნული გარიგება?

"ლარზე არანაირი წნეხი ამ გარიგებას არ ექნება, რამდენადაც ჩვენ უზრუნველვყოფთ დოლარის რესურსს ,,სილქნეტისთვის’’. შესაბამისად, ეს ბაზარზე არანაირ ზეგავლენას არ მოახდენს",-აცხადებს ბადრი ჯაფარიძე.

Subscribe to our news

Get the main news of the day