მსოფლიოში თამბაქოს უმსხვილესი მწარმოებელი კომპანია Philip Morris მომხმარებელს მოწევისთვის თავის დანებებისკენ მოუწოდებს. ამ მიზნით კომპანიამ სიგარეტის შემცვლელი აპარატი შექმნა, რომელიც ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო იქნება. Bloomberg წერს, რომ სიგარეტის მწარმოებელი კომპანიები მოხმარების შემცირების ფონზე, ძველ ტრადიციულ მეთოდებზე უარს ამბობენ და სწორედ ამიტომ მოგების გასაზრდელად „ფილიპ მორისმაც“ ინოვაციური პროდუქტი გამოიტანა ბაზარზე.
პლასტმასის მოწყობილობა სახელწოდებით iQOS ბაზარზე რამდენიმე ფერში გამოჩნდა. მასში სიგარეტი სახელწოდებით HEETS ჩაიდება, რომელსაც მოწყობილობა ისე ათბობს, რომ მისი წვა არ ხდება.
iQOS ამერიკის ბაზარზე მომავალ წელს გამოჩნდება.
კომპანიაში განმარტავენ, რომ სხვა ელექტროსიგარებისგან განსხვავებით iQOS ბევრად მიახლოვებულია ტრადიციული სიგარეტის გემოს, თუმცა ჯანმრთელობას ნაკლებ ზიანს აყენებს.