მაესტროს მხრიდან გიორგი ისაკაძისთვის ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის საკითხს აფასებს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი ასლანიშვილი.
"განვლილი ორი წელი ყველას აჩვენებს, რომ ბიზნესკონტაქტი კეთდება პროფესიონალების მხრიდან. გადაცემაში მოყვანილი ყველა ფაქტი და ყველა მოვლენა არის ობიექტურად გადმოცემული. ეს არის ფორმატი ბიზნესისთვის, სადაც ჩვენ შეგვიძლია წამოვწიოთ თემები, ეს არის კომპეტენტური მსჯელობა და ასევე ხელისუფლების ინტერესებში შედის ამ გადაცემის არსებობა, რადან მათაც თავისუფლად აქვთ არჩევანი, რომ წამოწიონ თავისი პროექტები, იდეები და სიახლეები.
თამამად შემიძლია ვთქვა, რომ თქვენ ხართ ერთადერთი იმ ფორმატის გადაცემა, სადაც ობიექტურად და პროფესიონალურად შუქდება ყველა ის საკითხი რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისთვის. ამ გადაცემის არარსებობა ძალიან დაგვაზარალებს ჩვენ, საზოგადოებას და ეს არ იქნება სწორი გადაწყვეტილება, რომ შეწყვიტოს ფუნქციონირება", - განაცხადა ასლანიშვილმა.
"ბიზნესკონტაქტის" "საქმიანი დილას“ და "ანალიტიკას" გუნდი მხარდაჭერისთვის ყველა პირს მადლობას უხდის.