Home
Category
TV Live Menu

ირაკლი გილაური: საქართველოს პლიუსი არის სერვისი და არა მრეწველობა

57a48b77b1339
BM.GE
05.08.16 16:46
1327
"საქართველოს პლიუსი არის სერვისი და არა მრეწველობა", - ამის შესახებ გადაცემაში "ბიზნესკონტრაქტი" BGEO ჯგუფის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი გილაურმა განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს უახლოეს რამოდენიმე წელში ჯანდაცვის სერვისის ექსპორტი მოახდინოს.
 
"ჩვენმა ჯგუფმა ჯანდაცვის სექტორში საკმაოდ დიდი თანხა ჩადო. „ევექსმა“ 100 მილიონის ახალი კაპიტალი მოიზიდა ჩვენი დახმარებით.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ მომავალში ექსპორტზე შეგვიძლია გავიტანოთ ჯანდაცვის სერვისი, იმიტომ რომ საქართველოს ჰყავს ძალიან კარგი ექიმები, ჩვენ კი თანამედროვე ტექნოლოგიებით ვეხმარებით.

ვფიქრობ, საქართველო შეძლებს, შემდეგი 2-3 წლის განმავლობაში, ჯანდაცვის სერვისის ექსპორტი გააკეთოს. საქართველოს პლიუსი არის სერვისი და არა მრეწველობა.

მაგალითად ტურიზმის განვითარებას რომ შევხედოთ, 7 მილიონ ვიზიტორზე მეტი ჩამოვა წელს საქართველოში, ეს იმას ნიშნავს, რომ მოსახლეობა იზრდება, რომლებსაც მეტი საკვები უფო მეტი ტრანსპორტი და მეტი მომსახურება სჭირდება. ვფიქრობთ რომ ტურიზმის განვთარება ძალიან მნიშვნლოვანია“, - განაცხადა გილაურმა. მისივე თქმით, საქართველოს მიმართ უცხოელი ინვესტორების მხრიდან დღეს დაინტერესება დიდია. რეგიონის ქვეყნებთან შედარებით, კი გილაურის განცხადებით „საქართველო ორი თავით მაღლა დგას“.

Subscribe to our news

Get the main news of the day