Home
Category
TV Live Menu

ირაკლი კილაურიძე: დეველოპერებისთვის ლარში ფასდადების დავალდებულება ინვესტიციებს შეამცირებს

5846b7b88adb8
BM.GE
06.12.16 17:04
1266
დეველოპერებისთვის ლარში ფასდადების დავალდებულება ინვესტიციებს შეამცირებს,- ამის შესახებ Colliers International Georgia-ს დირექტორმა ირაკლი კილაურიძემ ბიზნესკონტრაქტის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ახალი რეგულაციები საქართველოს, როგორც საინვესტიციო ბაზრის, მიმზიდველობას შეამცირებს და ცალსახად გამოიწვევს უფრო მეტ დაკვირვებას უცხოელი ინვესტორების მხრიდან.

მისივე თქმით, უძრავი ქონების ლარში ფასდადება დეველოპერებს რისკებს უზრდის.

კილაურიძის განცხადებით, ცვლილებებთან დაკავშირებით სიფრთხილეა საჭირო და ახლა მთავარია ეს ინიციატივა, რა სახით „გადაითარგმნება“ კანონპროექტში. ბიზნესმენი მიიჩნევს, რომ ინიციატივა მოკლევადიან შედეგზეა გათვლილი და გრძელვადიან პერიოდში შეამცირებს საქართველოს უძრავი ქონების ბაზრის საინვესტიციო მიმზიდველობას.

"თუ დეველოპერებს დაავალდებულებენ, რომ ფასი შესთავაზონ ლარში, მაგრამ დაუტოვებენ უფლებას ეს ფასი რეალურად დოლარს მიაბან შენიღბული ფორმებით, მაშინ ამას არანაირი ეფექტი არ ექნება, მაგრამ თუ რეალურად მოუწევთ ლარში ფასების დაფიქსირება და ფასის ცვლილება შეუძლებელი გახდება, მაშინ მნიშვნელოვანი რისკები დგება და საკმაოდ უარყოფით გავლენას იქონიებს ეს დეველოპერებზე და უარყოფითად აისახება უცხოურ ინვესტიციებზე, რომელიც იდება სექტორში", - ამბობს კილაურიძე.
ბიზნესმენი აღნიშნავს, რომ მშენებლობისას ძირითადი ხარჯები უცხოურ ვალუტაშია და დოლარის ეფექტს ამ სექტორში ვერ გავექცევით.

"ეს სექტორი და ბიზნესი იყო დოლარში წლების განმავლობაში და ახლა ერთი ხელის მოსმით მისი გალარება შეუძლებალი, არ გამოვა, შეიძლება ბევრი კომპანია რისკის ქვეს დადგეს, ვერ მართონ ფინანსური რისკები და მივიღოთ პრობლემური კომპანიები", - ამბობს კილაურიძე.

Subscribe to our news

Get the main news of the day