Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ირაკლი კოვზანაძის წიგნის პრეზენტაცია

BM.GE
16.11.22 12:39
116
„თანამედროვე საბანკო საქმე: თეორია და პრაქტიკა“ – ასე ჰქვია პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, პროფესორ ირაკლი კოვზანაძის და პროფესორ გოგი კონტრიძის ავტორობით გამოცემულ წიგნს, რომლის პრეზენტაცია შერატონ მეტეხი პალასში გაიმართა. ღონისძიებას ფინანსისტები, ეკონომისტები, დეპუტატები, მთავრობის წევრები და აკადემიური წრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. წიგნი პირველად 2014 წელს გამოიცა, ახლა კი მისი განახლებული, გადამუშავებული ვერსია გამოვიდა. ირაკლი კოვზანაძის თქმით, საქართველოს უმეტეს უნივერსიტეტებში სწორედ ამ წიგნით ისწავლება საბანკო საქმე. 704 გვერდიანი სახელმძღვანელო მოიცავს საბანკო სისტემის და კომერციული ბანკის საქმიანობის თითქმის ყველა მნიშვნელოვან მიმართულებას. წიგნი ყველა მსურველისთვის უფასოდ არის ხელმისაწვდომი როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული სახით.

Subscribe to our news

Get the main news of the day