Home
Category
TV Live Menu

ირაკლი ქაშიბაძემ საკონსულტაციო კომპანია Future Laboratory დააფუძნა

58b29f815ffcd
BM.GE
26.02.17 13:25
1687
ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ყოფილმა ხელმძღვანელმა კერძო სექტორში გადაინაცვლა. საკონსულტაციო კომპანია, რომელიც ირაკლი ქაშიბაძემ დააფუძნა – Future Laboratory ორიენტირებულია იმაზე, რომ კერძო ბიზნესის ტრანსფორმაცია მოახდინოს ინოვაციების მეშვეობით - საკუთარ ბიზნესზე ’’საქმიან დილასთან“ Future Laboratory-ს დამფუძნებელი ირაკლი ქაშიბაძე საუბრობს.

- რას გულისხმობს საკონსულტაციო კომპანია Future Laboratory, ვისთვის არის განკუთვნილი და ვის და რა მომსახურებას გაუწევს?

- ზოგადად მსოფლიოში ძალიან საინტერესო პროცესები მიმდინარეობს. ბევრი სწრაფი ცვლილება ხორციელდება, ახალი ტექნოლოგიები ინერგება. პროცესებისა და სერვისების გლობალიზაცია ხდება იგივე საფინანსო სექტორში, ტრანსპორტის მიმართულებით. მაგალითად, აპლიკაცია Uber-ი მთელ მსოფლიოს იპყრობს და სამწუხაროდ, ვერც ერთი ადგილობრივი კომპანია ამ ინოვაციის კონკურენციას ვერ უძლებს და ბაზრიდან ქრება. საფინანსო სექტორიც სწრაფად ვითარდება. ვნახეთ, რომ ონლაინ სესხებმა საქართველოში საკმაოდ დიდი ბაზარი დაიკავეს. ბანკებმა მხოლოდ რამდენიმე ხნის შემდეგ მოახდინეს ამაზე რეაგირება. მთავარი განსხვავება ის იყო, რომ მომხმარებელს ძალიან სწრაფად და მარტივად შეეძლო საფინანსო მომსახურების მიღება. ამ აპლიკაციას გამანადგურებელი ქვია, რომელიც ბაზრიდან დიდ გიგანტებს აქრობს. ამის უამრავი მაგალითი არსებობს მსოფლიოში. ძალიან ბევრმა სტარტაპმა დიდი კორპორაციები გააქრო ზოგადად ბაზრიდან და იმისათვის, რომ ქართული კომპანიები მზად იყვნენ შიდა სტრუქტურით, თავისი პროცესებით მათ უკვე ტრანსფორმაციებზე უნდა დაიწყონ ფიქრი ინოვაციების მეშვეობით ეს კომპანია ამ პროცესებში მაქსიმალურად დაეხმარება.

- კომპანიებმა კონკრეტული გეგმით უნდა მოგმართოთ თუ თქვენგან იღებენ რამე სიახლეებს, როგორია სერვისი, რომელსაც თქვენი ლაბორატორია მსურველებს შესთავაზებს?

- მოთხოვნა არა მარტო საქართველოდან არის, არამედ უცხოეთიდანაც. უკვე აქტიურ მუშაობას ვიწყებთ მოლდოვაში და სხვა ქვეყნებშიც, მაგალითად, საუბარი მიდის ყაზახეთზე. რეალურად შეფასება მოხდა იმისა, თუ რამდენად სწრაფად და წარმატებულად განხორციელდა სამთავრობო სექტორში რეფორმები ინოვაციების მეშვეობით. საერთაშორისო ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ძალიან მოკლე დროში ბევრი საინტერესო პროექტის განხორციელება მოხდა და საბოლოო ჯამში უკვე გადაცემა მოხდება, როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო სექტორისთვის. პროცესებს რაც შეეხება, თვითონ პროცესი ინოვაციების აუდიტს მოიცავს, ასევე იმას, თუ როგორ მოხდეს პროცესების ოპტიმიზაცია ინოვაციების მეშვეობით. ზოგადად ინოვაციებით კომპანიას ძალიან ბევრი რესურსის დაზოგვა შეუძლია. ამაში იგულისხმება, როგორც ტექნოლოგიური გადაწყვეტილება, ასევე პროცესებში ინოვაცია და ა.შ. მნიშვნელოვანი მომენტია ის, რომ კომპანიებმა თვითონ დაიწყონ სტარტაპების შექმნაზე ფიქრი. ვურჩევ, რომ მცირე დანახარჯებით ახალი სტარტაპის ფორმირებაზე ყველა კომპანიამ დაიწყოს ფიქრი. რადგან ზუსტად ის ნიშა, რომელიც მათ შეეძლოთ დაეკავებინათ, სხვა ახლად გაჩენილი კომპანია დაიკავებს.

- ბანკებისა და ონლაინ სესხების მაგალითზე მათი გადახალისების შემთხვევაში საკადრო რესურსებს თუ ხედავთ, საქართველოს მაგალითზე რომ ვისაუბროთ?

- მსოფლიოში საინტერესო პროცესი მიმდინარეობს. 2018 წლიდან ევროკავშირში რეგულაცია შემოდის, რომელიც ყველა ბანკს ავალდებულებს ღია გახდეს სტარტაპებისა და ინოვაციებისთვის. ე.წ. ღია ბანკინგის სისტემა შემოდის, როდესაც მესამე პირს შეუძლია თავისი საფინანსო სერვისის ფორმირებისთვის მომხმარებლის საბანკო მონაცემები გამოიყენოს.

- ქართული ბაზარი ამისთვის მზად რამდენად არის?

- პროცესი მიმდინარეობს და თუ ისინი ამას დროულად არ განახორციელებენ, მაშინ ძალიან დიდი პრობლემების წინაშე აღმოჩნდებიან, ამიტომ ამ პროცესებზე უნდა იზრუნონ. კადრებს რაც შეეხება, გეტყვით, რომ ბევრი არსებული სპეციალობა რა მიმართულებითაც ადამიანები დასაქმებულები არიან ის ვაკანსიები ნელ-ნელა გაქრება, რადგან ხელოვნური ინტელექტი და სხვადასხვა სისტემა შემოდის, რომლებიც ავტომატიზაციას ახორციელებენ. ამიტომაც ჩვენ მუდმივ განათლებაზე უნდა ვიზრუნოთ და იმაზე, თუ როგორ ვიყოთ მზად ახალი გამოწვევებისთვის.

Subscribe to our news

Get the main news of the day