Home
Category
TV Live Menu

ირანი განახლებადი ენერგიის განვითარებისთვის $12 მილიარდის ღირებულების პროექტის განხორციელებას გეგმავს

57950afeecb09
BM.GE
24.07.16 22:31
1306
ირანი წლის ბოლომდე, განახლებადი ენერგიის პროექტებზე ტენდერებს გამოაცხადებს, - ქვეყანას ჯამში 12 მილიარდი დოლარის ღირებულების პროექტების განხორციელება სურს „მწვანე ენერგიაში“. ირანის ენერგეტიკის მინისტრის განცხადებით, ქვეყანა განახლებადი ენერგიის წილის გაზრდას ეტაპობრივად გეგმავს, რისთვისაც ირანი ადგილობრივი და უცხოური კერძო სექტორის მიზიდვას აპირებს.

Bloomberg-ის ანალიტიკოსების შეფასებით, ირანში ქარის ელექტროსადგურების განვითარების კუთხით, დიდი პერსპექტივაა. დღეს ირანში ელექტროსადგურების უმეტესობა 40 წელზე მეტი ხნისაა და ქვეყანა მომდევნო 7 წლის განმავლობაში ელექტროენერგიის სფეროში 50 მილიარდი დოლარის ინვესტირებას გეგმავს.

Subscribe to our news

Get the main news of the day