Home
Category
TV Live Menu

ირანი საქართველოში "ელმავალმშენებელ" ქარხანასთან თანამშრომლობით დაინტერესდა

5809aabf1356c
დავით ჯალაღონია
21.10.16 09:40
1253
ირანი საქართველოში „ელმავალმშენებელ“ ქარხანასთან თანამშრომლობით დაინტერესდა.

როგორც „ბიზნესკონტრაქტს“ ელმავალმშენებელი ქარხნის წარმოების დირექტორმა დავით გორგოძემ განუცხადა, მოლაპარაკებების პირველი ეტაპი საქართველოში ირანის საელჩოს ეკონომიკურ ატაშესთან გაიმართა.

„ირანს დღეს სულ 146 კილომეტრის მონაკვეთის რკინიგზა აქვს ელექტროფიცირებული და განვითარებას აპირებს, რაშიც მონაწილეობას მივიღებთ.

ირანის საელჩოს ეკონომიკურ ატაშესთან პირველი ნაბიჯები გვქონდა და მომდევნო ნაბიჯების გადადგმა უახლოეს მომავალში იგეგმება“, - განაცხადა გორგოძემ.

მისი განმარტებით, მოლაპარაკებების საგანია ახალი ტიპის, ე.წ ასინქრონული ძრავის მქონე ელმავალის აწყობა. ამ ეტაპზე უცნობია, ირანი რამდენ ქართულ ელმავალს შეიძენს.

Subscribe to our news

Get the main news of the day