Home
Category
TV Live Menu

ირანმა Boeing-ის თვითმფრინავების შეძენაზე შეთანხმებას მიაღწია

576690a78d03f
BM.GE
19.06.16 16:28
1333
ოფიციალური თეირანი აცხადებს, რომ ამერიკულ კომპანიასთან Boeing 100-ის სამოქალაქო თვითმფრინავის შეძენაზე შეთანხმებას მიაღწია.
 
"ჩვენს ქვეყანას 250 თვითმფრინავი ყავს, რომელთაგან 230 შესაცვლელია“- ირანის სამოქალაქო ავიაციის ხელმღვანელის სიტყვებს ციტირებს „ფრანს-პრესი“.

მისივე თქმით, შეთანხმება აშშ-ს მთავრობამ უნდ დაამტკიცოს. Boeing-ის წარმომადგენელმა ბრიტანულ გამოცემა Guardian-თან აღნიშნა, რომ თვითმფრინავის შეძენასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს, მაგრამ დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავეს.

ირანის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მომდევნო ათწლეულის მანძილზე ქვეყნის მოძველებული საჰაერო ფლოტის გასანახლებლად მინიმუმ 400 თვითმფრინავი იქნება საჭირო. ირანის განკარგულებაში მყოფი სამოქალაქო თვითმფრინავების საშუალო ასაკი დაახლოებით 27 წელია.

სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებთან შეუთავსებლობის გამო, ირანულ ავიალაინერებს ევროკავშირში ფრენა აეკრძალათ.

Subscribe to our news

Get the main news of the day