ეკონომიკის მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ირანთან საბანკო ტრანზაქციების აღდგენის მექანიზმის შექმნა დაახლოებით 2 თვეში დაიწყება. ამის შესახებ მან საქართველოო- ირანის ბიზნესფორუმზე განაცხადა.
"ამ მიმართულებით ხდება ისეთი ფორმების მოძიება, რომელიც მისაღები იქნება როგორც კომპანიებისთვის, ასევე იმ ვალდებულებებისთვის, რომელიც საქართველოს აქვს ევროკავშირის მიმართულებით. საბანკო გადარიცხვების ნაწილში იმ მონაცემებით, რაც ჩვენ გვაქვს, ალბათ საჭირო იქნება თვენახევარი - ორი თვე იმისთვის, რომ კონკრეტულად ვისაუბროთ კონკრეტულ მექანიზმებზე. ახლა, სამწუხაროდ, ასეთი მექანიზმები შეზღუდულია იმ ვალდებულებებიდან გამომდინარე, რომელიც როგორც საქართველოს ფინანსურ სექტორს, ასევე საბანკო სისტემას აქვს აღებული ევროკავშირის და სხვა ქვეყენების მიმართ",- აცხადებს გახარია.