Home
Category
TV Live Menu

ირანული ავიაკომპანია Taban Airlines საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირებას იწყებს

573f11853e1e3
BM.GE
20.05.16 17:26
1274
2016 წლის ივნისიდან, ირანული ავიაკომპანია „TABAN Airlines” იწყებს მრავალჯერადი ჩარტერული ფრენების განხორციელებას ირანსა და საქართველოს შორის შემდეგი მიმართულებებითა და სიხშირეებით:
 
• ისპაჰანი-თბილისი-ისპაჰანი - კვირაში 2 სიხშირით;
• თეირანი-თბილისი-თეირანი - კვირაში 2 სიხშირით;
• მაშადი-თბილისი-თაბრიზი - კვირაში 1 სიხშირით;
• თეირანი-ბათუმი-თეირანი - კვირაში 1 სიხშირით;
• თაბრიზი-ბათუმი-მაშადი - კვირაში 1 სიხშირით.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიას მიენიჭა ფრენების შესრულებისათვის აუცილებელი ნებართვა.

ავიაკომპანიის ფრენები ძირითადად ქვეყნის მიმართულებით ტურისტული ჯგუფების ტრანსპორტირებაზე იქნება ორიენტირებული.

საქართველოსა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის საჰაერო მიმოსვლა მიმდინარე წლის 26 თებერვლიდან აღდგა. აღნიშნული პერიოდიდან დღემდე, "ATA Airlines "-ისა და "Qeshm Airlines"-ის მიერ თეირანსა და თბილისს შორის განხორციელებული ავიარეისებით უკვე 6 987 მგზავრმა ისარგებლა.

Subscribe to our news

Get the main news of the day