"ირანიდან ენერგიის საქართველოსა და ევროპაში ტრანზიტთან დაკავშირებული გამოწვევები და შესაძლებლობები ", - ამ შინაარსის კვლევა PMC კვლევითმა ცენტრმა კონრად ადენაუერის ფონდთან ერთად ჩაატარა. როგორც კვლევაში ვკითხულობთ ტექნიკური და გეოპოლიტიკური ფაქტორების გათვალისწინებით, ირანული გაზის საქართველოში და შემდგომ დასავლურ ბაზრებზე ექსპორტი არ არის ტექნიკურად შესაძლებელი მოკლევადიან პერსპექტივაში.
"მსგავსი პროექტის დაფინანსება არარეალისტურია მშენებლობი რისკების, ნავთობის ფასების არამდგრადობისა, და შესაძლო სამხედრო საფრთხის არსებობის გათვალისწინებით. ასევე გამომდინარე რუსეთის სურვილისა, არ დაუშვას ალტერნატიული გზების განვითარება.
დასავლეთის ენერგო თანამშრომლობა ირანთან განაპირობებს საქართველოს ენერგო მომწოდებლების დივერსიფიკაციას, რაც გაზრდის ენერგო უსაფრთხოებას, თუმცა ასევე გაზრდის კონკურენციას ლიდერ ენერგო ექსპორტეერბსა და აქტორებს შორის. შესაბამისად, მთლაინი რეგიონული სურათი შედგება მეტი არასტაბილურობით და გაზრდილი გეოპოლიტიკური კონკურენციით რთულ რეგიონში.
თუმცაღა საქართველოს გზა თეორიულად არის შესაძლებელი, ამ ეტაპზე არასაკმარისი ბიძგებია წამყვან დასავლურ კომაპნიებსა და მთავრობებს შორის. მაგრამ არ უნდა გამოირიცხოს, რომ ეს ბიძგები თანდათანობით გაჩნდეს“, - ვკითხულობთ კვლევაში.
რაც შეეხება შესაძლებლობებს, კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ რუსეთ სომხეთის გაზსადენის სრული ექპლუატაციით და რევერსის შემთხვევაში საქართველომ შესაძლოა მიიღოს ბუნებრივი გაზის ადგილობრივი მოთხოვნის ნახევარი ოდენობა ირანიდან.
ასევე, ჩრდილო -სამხრეთის გაზსადენის და რუსეთ-სომხეთის გაზსადენის რევერსით, საქართველოს შეუძლია მიიღოს ბუნებრივი გაზის ნახევარი ირანიდან.
"დასავლეთში ტრანსფერის შემთხვევაში(ორივე გზის შემთხვევაში), ჩვენ ვისარგებლებდით დამატებითი ეკონომკური ბიძგებით, გაზრდილი ენერგო უსაფრთხოებით და გაზრდილი სტრატეგიული მნიშვნელობით", - აცხადებენ კვლევის ავტორები.
თუმცა კვლევაში შესაძლო საფრთხეებზეც არის საუბარი:
რუსეთის ქმედებები (საერთაშორისო სამართლის უპატივცემულობა);
შესაძლო ტერორისტული აქტები მიმართული ენერგო ინფრასტრუქტურისადმი;
სამხედრო დაპირისპირების შემთხვევაში მთიან ყარაბაღში, ენერგო ინფრასტრუქტურა საფრთხის ქვეშაა.
ირანული გზაი ევროპაში მხოლოდ გრძელვადიანი პერსპექტივაა. მიზეზებად დაბალი ფასები, ფართომასშტაბიანი ინვესტიციები და პოლიტიკური ოპოზიცია სახელდება. ასევე კვლევაში აღნიშნულია, რომ ირანის პოლიტიკური პრიორიტეტი შუა აღმოსავლეთია.
დასკვნის სახით კვლევაში ვკითხულობთ, რომ ირანული გაზის ექსპორტს საქართველოში ან საქართველოდან ევროპაში შეზღუდული პერსპექტივა აქვს. ასევე ირანისთვის ეს არ წარმოადგენს პრიორიტეტს.
კვლევაში რეკომენდაციების სახით ვკითხულობთ, რომ შესაბამისი საკითხები უნდა გახდეს საჯარო დებატის ნაწილი და სამოქალაქო საზოგადოება აქტიურად უნდა ჩაერთოს პროცესში. ენერგო დივერსიფიკაციის მიზანი უნდა იყოს დანახული, როგორც უფრო კონკრეტული და ღია რეგიონული ენერგო ბაზრების შექმნა. ასევე საქართველო უნდა ჩაერთოს ევროკავშირი-ირანის უმაღლესი დონის ენერგო დიალოგის ფორმატში.