Home
Category
TV Live Menu

ირანული კომპანია საქართველოში პარტნიორს ეძებს

59dcb93510a6c
სალომე მეცხვარიშვილი
11.10.17 09:45
885
ირანული სამშენებლო კომპანია Taraz Peyriz საქართველოში პარტნიორს ეძებს. 

კომპანიის საერთაშორისო პროექტების მენეჯერი ჰენი ემარი "საქმის კურსთან" აცხადებს, რომ მათ გამოცდილება სხვადასხვა მიმართულებით აქვთ და დაინტერესებული არიან სასტუმროების, გზებისა და საწარმოების მშენებლობით.

"„გვსურს, საქართველოში სასტუმროების განვითარებაზე, გზების მშენებლობაზე მუშაობა, ასევე შეგვიძლია, ჩავერთოთ საწარმოების და სხვა პროექტების მშენებლობაში, სადაც გამოვიყენებთ ჩვენს გამოცდილებას და ტექნოლოგიებს. რამდენიმე შეხვედრა ირანში უკვე გვქონდა, შევხვდით საქართველოში ირანის ელჩსაც, რომელმაც ზუსტად დაგვანახა რა სჭრდებათ. ამ ეტაპზე საქართველოში პარტნიორს ვეძებთ. ჩვენი კომპანია რამდენიმე მიმართულებით მუშაობს, გვაქვს კარგი გამოცდილება უძრავი ქონების მიმართულებითაც",- აცხადებს კომპანიის წარმომადგენელი.

Subscribe to our news

Get the main news of the day