Home
Category
TV Live Menu

ირინა მილორავა: თუ სახელმწიფო გადაწყვეტს, ჩვენ მზად ვართ, რომ ტრანზიტი კომისიის მიერ დარეგულირდეს

58e64a97e1a7f
BM.GE
06.04.17 18:01
1213
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის ირინა მილორავას განცხადებით, სახელმწიფოს გადაწყვეტილების შემთხვევაში, სემეკი მზად არის სატრანზიტო საქმიანობის რეგულირებისთვის. ამის შესახებ მან გადაცემაში "საქმის კურსი" იმ საგამონაკლისო ნორმებზე საუბრისას განაცხადა, რომელიც საქართველომ ევროპის ენერგეტიკული გაერთიანებისგან მიიღო.

"ჩვენ მზად ვართ ამისთვის, რადგან შესაბამისი გამოცდილება გვაქვს, მათ შორის გადაცემისა და ტრანსპორტირების ტარიფების რეგულირების კუთხით. ის, რომ სატრანზიტო ურთიერთობები არ რეგულირდება კომისიის მიერ, პირდაპირ კანონში ჩანაწერია. ვფიქრობ, რომ ევროპის ენერგეტიკულ თანამეგობრობასთან მიერთების ოქმზე ხელმოწერით, როდესაც საგამონაკლისო ნორმები ჩაიდო, სახელმწიფომ დაიტოვა მოქნილობა, რადგან ჩვენ არ ვართ ერთიანი ევროპული ენერგეტიკული ბაზრის ნაწილი. თუ სახელმწიფო თვლის, რომ ორმხრივი ურთიერთობის ფორმატში მეტ სარგებელს იღებს, ირჩევს ამ გზას, თუ თვლის რომ რეგულირებით მეტ შემოსავალს მიიღებს, მაშინ დაითვლის მარეგულირებელი", - განმარტა ირინა მილორავამ.

მისივე განმარტებით, გამჭვირვალობის ხარისხი კომისიის მიერ ტარიფების დადგენის შემთხვევაში ცალსახად მაღალია.

"ჩვენ გვაქვს ვალდებულება, გამოვაქვეყნოთ ყველა დოკუმენტი, გარდა კომერციულ საიდულოებად მიჩნეული დოკუმენტებისა, გავცეთ პასუხი ყველა კითხვას და ა.შ“, - აღნიშნა მან.

ბუნებრივი გაზის სექტორში ტრანზიტის ტარიფის ოდენობა განსაკუთრებით საინტერესო საექსპორტო და პოლიტიკური წრეებისთვის მას შემდეგ გახდა, რაც გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ „გაზპრომ-ექსპორტთან“ წელს ახალი პირობებით გააფორმა ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, 2018 წლიდან რუსეთ-სომხეთის ტრანზიტის საფასურად საქართველო ფულად ანაზღაურებას მიიღებს და არა გატარებული გაზის მოცულობის 10%-ს, როგორც ეს 2016 წლამდე იყო.

Subscribe to our news

Get the main news of the day