იმ ქვეყნების განსაზღვრა, სადაც კომერციული ატაშეები დაინიშნებიან სრულდება. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ბიზნესკონტრაქტის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, შემდგომი ეტაპი კარდების შერჩევა იქნება, რომელსაც ეკონომიკის სამინისტრო განახორციელებს.
"ქვეყნები ჩვენ უკვე დაახლოებით განსაზღვრული გვაქვს, - წინასწარი მონაცმებით შესწავლილი გვაქვს გარკვეული საჭიროებები, როგორც ეკონომიკური ასევე პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე. თუმცა საჭიროა რომ შეირჩეს კადრები. ეს უკვე ეკონომიკის სამინისტროს კომპეტენციაა. კომერციული ატაშეების ინსტიტუტი იქნება ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში. საგარეო საქმეთა სამინისტრო შესაბამისად ჩართულია ამ როცესში და ადგენს შესაბამისი ინფრასტრუქტურის თუ სხვა სახის მხარდაჭერას. ქვეყნები ერთობლივად გამოცხადდება. პრიორიტეტი არის როგორც აშშ, ასევე ევროპა და ასევე აზიის მიმართულება, - ეს იქნება ქვეყნები, სადაც გვაქვს ყველაზე მეტი საჭიროება ექსპორტის ხელშეწყობის, არის მეტი რესურსი ინვესტიციების მოზიდვის და ასევე ტექნოლოგიების და ინოვაციების კუთხით", - განაცხადა მინისტრმა.