„ის, რომ რუსეთის ბაზარი სტაბილური არ არის, ამისი ჩვენ გვჯერა“,- ამის შესახებ „ბიზნესკონტრაქტთან“ რუსეთთან ურთიერთობებში პრემიერის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ განაცახადა.
მისივე შეფასებით, საქართველოს სავაჭრო ბრუნვა რუსეთთან 7%-ს არ აღემატება, რაც საკმაოდ მოკრძალებული ციფრია. შედეგად, აბაშიძის განმარტებით, საქართველოს რუსეთზე დამოკიდებულება დიდი არ არის.
„გარანტიები დღევანდელ მსოფლიოში არსად არ არის, არც ვაჭრობაში, არც პოლიტიკაში. საუბედუროდ, ასეთ სამყაროში ვცხოვრობთ დღეს ჩვენ. ფულის შოვნა არის ძალიან რთული. ყველგან კრიზისია.
ის, რომ რუსეთის ბაზარი სტაბილური არ არის, ამისი ჩვენ გვჯერა. მაგრამ მე ვამბობ, რომ ჩვენი მცდელობები საკმაოდ ეფექტურია.
ჩვენ პარალელურად საკმაოდ სერიოზული ნაბიჯები გადავდგით, თავისუფალ ვაჭრობას ვაწარმოებთ ევროკავშირთან, ევროკავშირის ბაზარი გახსნილია, იზრდება ვაჭრობა ამ მიმართულებით. საკმაოდ დივერსიფიცირებულია ჩვენი სავაჭრო ურთიერთობები.
საერთო ბრუნვაში მხოლოდ 7%-ია რუსეთთან სავაჭრო ბრუნვა, ამიტომ დიდი არ არის ჩვენი დამოკიდებულება რუსეთის ბაზარზე. საკმაოდ მოკრძალებული ციფრია. ამავე დროს ,ძალიან სწრაფად იზრდება ვაჭრობა ევროკავშირთან“,- აცხადებს ზურაბ აბაშიძე.