თბილისში „ისანი მოლთან“ „მაკდონალდსის“ კიდევ ერთი ახალი რესტორანი გაიხსნა. ახალ საინვესტიციო პროექტში კომპანიამ 6,7 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა და 60 ადამიანი დაასაქმა. ისანში მდებარე რესტორანში სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ როგორც თვითმომსახურების სენსორული ეკრანით, ასევე ადგილზე მომსახურების სერვისით. გარდა ამისა, „მაკდონალდსი“ მომხმარებელს სთავაზობს მაკდრაივის 24-საათიან სერვისს, რომელიც ტექნოლოგიურად სრულად განახლებული და თანამედროვე ციფრული LED მონიტორებითაა აღჭურვილი.