Home
Category
TV Live Menu

ისანში ძლიერი ხანძარია

5a9b8c97d11a3
BM.GE
04.03.18 10:03
1066
ისანში ძლიერი ხანძარია. როგორც "ინტერპრესნიუსს" თვითმხილველებმა განუცხადეს, იწვის ხის საამქრო. თავის მხრივ, სააგენტოსთან საუბარში საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აღნიშნეს, რომ ადგილზე 30 სახანძრო მანქანა მუშაობს.

"არის ღია ცეცხლი. ჯერჯერობით ლოკალიზება არ მომხდარა. ამ დროის ინფორმაციით, უკვე დამწვარია 2 ათასი კვადრატული მეტრი ფართობი", - განაცხადეს ოფიციალურ უწყებაში.

Subscribe to our news

Get the main news of the day