Home
Category
TV Live Menu

ISET: გამოკითხული რესპოდენტების 82% საზღვარგარეთ ისურვებდა დაბადებას

5904569fd396e
BM.GE
29.04.17 13:00
724
ISET-ის გუნდმა ჩაატარა ონლაინ გამოკითხვა, რომელიც შემდეგი შეკითხვით იწყებოდა: ქვეყნის არჩევა რომ შეგეძლოს, რომელ ქვეყანაში ისურვებდი დაბადებას?

გამოკითხვა ჩატარდა ქართულ ენაზე შედგენილი კითხვარით, ფეისბუქის მეშვეობით, 2017 წლის მარტში. ქვემოთ მოცემულია ჩვენი რესპონდენტების მახასიათებლები. შერჩევა არ ასახავს მთელ ქვეყანას გამოკითხვისას გამოყენებული არხის გამო, მიუხედავად ამისა, მიღებული შედეგები საკმაოდ საინტერესოა. გამოკითხვაში უმეტესად ახალგაზრდებმა მიიღეს მონაწილეობა (საშუალო ასაკი 29 წელი), მათგან 70% ქალები იყვნენ. რესპონდენტებს განათლების შედარებით მაღალი დონე აქვთ და შედარებით შეძლებულები არიან. მათი 97% ქართველია, 80%-ს უმოგზაურია კავკასიის რეგიონს გარეთ. სულ გამოკითხვაში 501 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

რესპონდენტთა მხოლოდ 18%-მა დაასახელა საქართველო ადგილად, სადაც ისურვებდნენ დაბადებას (პირველ პრიორიტეტად).

საქართველოს მოსდევს შემდეგი ქვეყნები (რიგითობა მოცემულია რესპონდენტების უპირატესობების მიხედვით): აშშ, იტალია, გაერთიანებული სამეფო, გერმანია, შვეიცარია, ნორვეგია, შვედეთი, საფრანგეთი, ნიდერლანდები და ესპანეთი. ჩამოთვლილებიდან ყველა განვითარებული ქვეყანაა, ყველა დასავლეთ ევროპაშია, აშშ-ის გარდა. რესპონდენტებმა ჯამში 39 ქვეყანა დაასახელეს, მათგან მხოლოდ 12 იყო აზიაში და სამხრეთ ან ცენტრალურ ამერიკაში. მხოლოდ ერთმა რესპონდენტმა აღნიშნა, რომ სურდა, დაბადებულიყო რუსეთში.

ადამიანები, ვინც საქართველოში დაბადება აირჩია (შერჩევითის 18%). სამი მთავარი მიზეზი, რაც ამ სეგმენტმა დაასახელა, შემდეგია: (1) ბუნება და კლიმატი (აღნიშნა რესპონდენტების 34%-მა); (2) საჭმელი (33%): (3) კულტურა და ხალხი (21%).

ადამიანები, რომლებსაც სურთ, სხვა ქვეყანაში დაბადებულიყვნენ (გამოკითხულთა 82%). ამ სეგმენტის მიერ დასახელებული სამი მთავარი მიზეზია: (1) პირადი თავისუფლება (დაასახელა 42%-მა); (2) განათლების და ჯანდაცვის კარგი ხარისხი (42%) და (3) პროფესიული განვითარების უკეთესი შესაძლებლობები (41%).

Subscribe to our news

Get the main news of the day