იანვარში საქართველოში საცალო პროდუქტების ფასები გაიზარდა, - იანვრის თვის მიმოხილვას ISET აქვეყნებს. კვლევითი ინსტიტუტი აღნიშნავს, რომ დეკემბრის შუა რიცხვებიდან მოყოლებული ფასების ინდექსი მკვეთრად გაიზარდა და ზრდამ 10,1% შეადგინა.
ფასების მატების მიზეზად, სახელდება როგორც ლარის გაუფასურება ასევე საახალწლო პერიოდი.
ყველაზე მეტად ფასმა ღორის ხორცზე მოიმატა და ზრდამ 35% შეადგინა, 35%-ით მოიმატა ფასმა სტაფილოზეც, პომიდორზე კი 34%-ით. ამასთან, აღნიშნულ პერიოდში გაიზარდა ხილის ფასებიც.
თუმცა წინა წლის იანვართან შედარებით პროდუქციის ფასები 6%-ით შემცირდა, რაც საერთაშორისო ბაზარზე საკვებზე შემცირებულ ფასებს უკავშირდება.
კერძოდ, FAO-ს სურსათის ფასების ინდექსი 1,5%-ით შემცირდა. ამასთან ISET აღნიშნავს, რომ საქართველოში პროდუქციის ფასის ცვლილებაზე გავლენა იქონია თურქული ლირას გაუფასურებამაც.