Home
Category
TV Live Menu

ISET-ის პროგნოზით მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველოს ეკონომიკა 3,5%-ით გაიზრდება

589c4bf631673
BM.GE
09.02.17 14:59
1067
ISET-ის პროგნოზით მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველოს ეკონომიკა 3,5%-ით გაიზრდება.

2016 წლის მეოთხე კვარტალში შემცირებულ ეკონომიკურ ზრდას ISET რამდენიმე მიზეზით ხსნის:

1. 2015 წელს მშპ-ს შედარებით მაღალი ზრდის გამო წლიურ ჭრილში 2016 წელს მაღალი ნიშნულის დაფიქსირება გართულდა.
2. ბიზესისა და მომხარებლის ნდობის გაუარესებულმა ინდექსმა გავლენა იქონია, როგორც ინვესტიციებზე, ასევე მოხმარებაზე.
3. მეზობელ ქვეყნებში გაუარესებულმა ეკონომიკურმა მდგომარეობამ წლის მეოთხე კვარტალში ქართული პროდუქციის მოთხოვნაზე ნეგატიურად იმოქმედა.

ბიზნესის ნდობის ინდექსის გაუარესებას კვლევითი ინსტიტუტი მთავრობის მიერ გადასახადების ზრდას და ასევე ლარის მკვეთრ გაუფასურებას უკავშირებს.

რაც შეეხება მიმდინარე წლის პირველ კვარტალს, ეკონომიკაზე ნეგატიურად მოქმედ ფაქტორებს შორის სახელდება უცხოურ ვალუტაში განთავსებული დეპოზიტების წილი. კერძოდ, დოლარში განთავსებული დეპოზიტები წლიურად 1%-ით შემცირდა, წინა თვესთან შედარებით კი 1%-ით გაიზარდა.

Subscribe to our news

Get the main news of the day