Home
Category
TV Live Menu

ISET: ივნისში, თბილისი საქართველოს ყველაზე იაფი ქალაქი იყო

5784b462aa95c
BM.GE
12.07.16 13:08
999
ივნისში, სტანდარტული იმერული ხაჭაპურის გამოხობა 3.12 ლარი ჯდებოდა, რაც წინა თვის ფასთან შედარებით 1,5%-ით გაზრდილი მაჩვენებელია, - ხაჭაპურის ყოველწლიურ ინდექსს ISET აქვეყნებს, რომელიც საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში პროდუქტების ფასების მატების დინამიკას აფასებს.
 
ივნისში, იმ ინგრედიენტების ფასი, რომელიც ხაჭაპურის გამოსაცხობად არის საჭირო ყველაზე მეტად ქუთაისში გაიზარდა (9,2%). ბათუმში ფასები უცვლელი დარჩა, თუმცა ბათუმში ფასები კვლავ ყველაზე მაღალია საქართველოში (3,51 ლარი).

თელავში ივნისში ინდექსი მხოლოდ 0,3%-ით შემცირდა და 2,99 ლარი შეადგინა.

2,4%-ით შემცირდა პროდუქტების ფასები თბილისში და იმერული ხაჭაპურის გამოცხობის ინდექსმა 2,09 ლარი შეადგინა, რაც საქართველოს დიდ ქალაქებს შორის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

ISET დედაქალაქში ინდექსის შემცირებას სეზონურობას უკავშირებს, რადგან ქალაქის მოსახლეობის უმეტესობა თბილისიდან დასასვენებლად არის წასული.

Subscribe to our news

Get the main news of the day