Home
Category
TV Live Menu

ISET: მიუხედავად ლარის გაუფასურებისა, დეკემბერში იმპორტირებული საკვების ფასის შემცირდა

585d087e845fa
BM.GE
23.12.16 15:19
1081
დეკემბერში საქართველოში პროდუქტებზე ფასები გაიზარდა. ISET-ის ჩატარებული კვლევის თანახმად, ნოემბერთან შედარებით, პროდუქციის ფასების ინდექსი 1,2%-ით გაიზარდა, თუმცა მიუხედავად ამისა, სადღესასწაულო პერიოდი წინა წელთან შედარებით უფრო იაფი დაჯდება, რადგან საკვები პროდუქციის ფასი 13%-ით შემცირდა.
ბოლო ორ კვირაში ფასები განსაკუთრებით გაიზარდა ბადრიჯანზე (14%), ხორცსა (8%) და ბრინჯზე (7%).

"მიუხედავად, იმისა რომ ლარის გაუფასურების პარალელურად იმპორტირებულ საკვებზე ფასები უნდა გაზრდილიყო, გარკვეულ პროდუქტებზე შეინიშნება ფასის შემცირება: კერძოდ, 18%-ით შემცირდა იმპორტირებული ვაშლის ფასი, 13%-ით პომიდორის 8%-ით, ხოლო კიტრის 7%-ით.

დეკემბრის პირველ ორ კვირაში იმპორტირებული პომიდორი ადგილბრივზე 20%-ით იაფი იყო. ამასთან დაახლოებით 40 თეთრით ჩამოუვარდება იმპორტირებული ვაშლის ფასი ადგილობრივს. მსგავსმა ქცევამ მოსალედნოლია, რომ შეცვალოს მომხმარებელთა განწყობა და წინასადღესასწაულოდ მათ უპირეტესობა იმპორტირებულ საკვებს მიანიჭონ“, - ვკითხულობთ ISET-ის კვლევაში.

ამასთან კვლევითი ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ საქართველოში პომიდვრის იმპორტი ყველაზე ხშირად თურქეთიდან ხდება, რაც განსაკუთრეით საგულისხმოა, რადგან მთავრობა ანტიდემპინგური კანონმდებლობის მიღებას გეგმავს. „კანონის მიღება არ იქნება უპირატესობა ქართველი მომხმარებლისთვის, რადგან მათ აღარ შეეძლებათ ისარგებლონ და შეისყიდონ იაფი პროდუქცია“.

Subscribe to our news

Get the main news of the day