Home
Category
TV Live Menu

ISET "ნავთობისა და გაზის კორპორაციისა" და "საქართველოს რკინიგზის" აქციების გაყიდვაში საფრთხეს ვერ ხედავს

583d4ec0ed5c4
სალომე მეცხვარიშვილი
29.11.16 13:19
942
ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის ISET-ის მკვლევარი ლევან ფავლენიშვილი მთავრობის მიერ „ნავთობისა და გაზის კორპორაციისა“ და „საქართველოს რკინიგზის“ აქციების გაყიდვაში საფრთხეს ვერ ხედავს.

სპეციალისტი აცხადებს, რომ საწარმოების პრივატიზება სახელმწიფოს დამატებით თანხებს მოუტანს, რაც შეიძლება სხვადასხვა დანიშნულებით, ან თავად სფეროს განვითარებისთვის იყოს გამოყენებული.

"სახელმწიფო საწარმოებია, ორივე საკმაოდ წარმატებულად მუშაობს და შესაძლებელია ის, რომ მოხდეს მათი ნაწილის გასხვისება. აქ ინვესტირება საინტერესო შეიძლება იყოს კერძო სექტორისთვის.

ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას არანაირი საფრთხე არ ემუქრება, რადგანაც „ნავთობისა და გაზის კორპორაცია“ ისევ „სოკარისგან“ ყიდულობს გაზს და აწვდის სადისტრიბუციო გამანაწილებელ ქსელს და თბოელექტროსადგურებს. ისევ სოკარი თუ იყიდის, თანაც იმ ნაწილს, რომელიც საკონტროლო პაკეტს არ ეხება, ამას რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ქვეყნის ენერგოსუაფრთხოებაზე? რა საფრთხე უნდა იყოს იმაში, რომ სახელმწიფომ მოახდინოს კომპანიების პრივატიზება, რომელიც მის ხელშია?არ მგონია, რომ ამაში საფრთხე არსებობდეს",- აცხადებს ლევან ფავლენიშვილი.

Subscribe to our news

Get the main news of the day