Home
Category
TV Live Menu

ISET: ქართული ბიზნესის განწყობის ინდექსი ნელი ტემპით განაგრძობს შემცირებას

58b7de479dafd
BM.GE
02.03.17 12:56
966
ქართული ბიზნესის განწყობის ინდექსი ნელი ტემპით განაგრძობს შემცირებას. ISET-ის კვლევის მიხედვით, ინდექსის შემცირების ერთ-ერთ ძირითად ფაქტორს წარმოადგენს მიმდინარე მდგომარეობის ინდექსის მნიშვვნელოვანი შემცირება.

ბოლო სამი კვარტლის მუდმივი ზრდის მიუხედავად, მიმდინარე მდგომარეობის ინდექსმა რომელიც გამოხატავს ბიზნესის თვითშეფასებას საუთარ ეკონომიკურ მაჩვენებლებზე წინა კვარტლის მიხედვით, განიცადა საგრძნობი ვარდნა.

კვლევაში ვკითხულობთ, რომ ბიზნესის ოპტიმიზმი მთლიან ეკონომიკაზე მცირედით გაუმჯობესდა. გამოკითხული რესპოდენტების მცირე უმრავლესობა მოელის საკუთარი ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას მომდევნო კვარტალში. სხვა სექტორებთან შედარებით, მოლოდინების ინდექსის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა საცალო ვაჭრობის სექტორში.

გასაყიდი ფასების მოლოდინის ინდექსი საგრძნობლად გაიზარდა. გასაყიდი ფასების ყველაზე მაღალ ზრდას სხვა სექტორებთან შედარებით, სამშენებლო სექტორში მომუშავე ბიზნესები მოელიან.

მსხვილი ბიზნესები უფრო დადებითად არიან განწყობილი ზოგადად ეკონომიკაზე ვიდრე მცირე და საშუალო ზომის საწარმოები.

Subscribe to our news

Get the main news of the day