Home
Category
TV Live Menu

ISET: თებერვალში ხაჭაპურის ინდექსი 6.2%-ით გაიზარდა

58c91d39850fa
BM.GE
15.03.17 14:51
969
თებერვალში სტანდარტული იმერული ხაჭაპურის გამოცხობა 3.66 ლარი ღირდა, - ISET-ის ხაჭაპურის ინდექსის მიხედვით, აღნიშნული ციფრი წინა თვესთან შედარებით 0,2%-ით შემცირებული მაჩვენებელია, ხლო წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 6.2%-ით გაზრდილი.

წინა თვესთან შედარებით შემცირებულ ფასს ISET ფასების სეზონურ კლებას უკავშირებს. საქართველოს რეგიონების მიხედვით, თითქმის ყველა დიდ ქალაქში იმერული ხაჭაურის გამოსაცხობად საჭირო ინგრედიენტების ფასები მსგავსია, თუმცა ფასები განსხვავდება ქუთაისში.

ქუთაისში სტანდარტული იმერული ხაჭაპურის გამოცხობის ფასი 3.95 ლარი იყო.

Subscribe to our news

Get the main news of the day