Home
Category
TV Live Menu

ისრაელის შსს: 79 000 არალეგალს შორის უმეტესობა ქართველი და უკრაინელია

5953992258731
BM.GE
28.06.17 17:05
1056
ისრაელის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქვეყანაში 79 ათასი უკანონო ტურისტი დააფიქსირა. რუსული rbc-ის ინფორმაციით, არალეგალებს შორის უდიდესი ნაწილი საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეები არიან. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის შს მინისტრმა არე დერიმ გავრცელა.

მისი თქმით, ამჟამად ისრაელში 39 ათასი ადამიანი აფრიკიდან არის შემოსული. მინისტრის ინფორმაციით, ფართოდ არის გავრცელებული პრაქტიკა, როდესაც უცხოელები ქვეყნისგან პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვენ, პროცედურების დასრულებამდე კი მათი დეპორტირება ქვეყნიდან შეუძლებელია.

სპეციალურმა კომისიამ უსაფრთხოების მინისტრს თელავივის სამხრეთით პოლიციელების რიცხვის გაზრდა სთხოვა.

Subscribe to our news

Get the main news of the day