ისრაელში ქართველებისთვის ლეგალური სამუშაო კვოტის მიღების გამარტივებაზე ქართული მხარე მუშაობს,- ამის შესახებ "ბიზნესკონტრაქტს" საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის პრეზიდენტმა იციკ მოშემ განუცხადა.
იციკ მოშე იმედოვნებს, რომ კონკრეტული შედეგები მალე იქნება მიღწეული. დამატებით დეტალებზე საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის პრეზიდენტი არ საუბრობს.
რამდენიმე თვის წინ იციკ მოშე აცხადებდა, რომ დღეს ორ ქვეყანას შორის ერთ-ერთ პრობლემას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ბევრი ქართველი ტურისტული ვიზიტით მიდის ისრაელში, თუმცა, იქ სამუშაოდ რჩება. სწორედ ამიტომ, იციკ მოშე აცხადებდა, რომ საუბარი მიმდინარეობდა სამუშაო კვოტების გაზრდაზე.
"ისრაელი საომარ მდგომარეობაშია და საკმაოდ დიდია შიში არალეგალურად მყოფი ადამიანების. ჩვენ უნდა გავზარდოთ კვოტები სამუშაო ვიზებზე, რომ ეს საკითხი დალაგდეს", - აცხადებდა იციკ მოშე.