Home
Category
TV Live Menu

"ისრაელური მაღალი ტექნოლოგიების სკოლა საქართველოში შემოსასვლელად მოლაპარაკებებს აწარმოებს"

582acf40b9ebb
სალომე მეცხვარიშვილი
15.11.16 14:30
1140
ისრაელური მაღალი ტექნოლოგიების სკოლა საქართველოში შემოსასვლელად მოლაპარაკებებს აწარმოებს,- როგორც „ბიზნესკონტრაქტს“ საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის ხელძღვანელმა იციკ მოშემ განუცხადა, ისრაელური კომპანია „ათიდი“ მზადაა, ქართულ ბაზარზე შემოვიდეს და ამჟამად პოტენციურ პარტნიორებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

კონკრეტულად ვისთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები და როდის შემოვა საქართველოში მაღალტექნოლოგიური სკოლა, დეტალები არ კონკრეტდება.

რამდენიმე თვის წინ იციკ მოშემ "ბიზნესკონტრაქტთან" განაცხადა, რომ სპეციალისტები ქართულ მხარეს მაღალ ტექნოლოგიებს შესაწავლიან, რადგან ისრაელს ამ კუთხით დიდი გამოცდილება აქვს.

"ეს არის მომავლის ინსტიტუტი - "ათიდი". საუბარია, რომ ერთ წელიწადში შეასწავლონ ადამიანებს მაღალი ტექნოლოგიები. ეს არის პროგრამა, რომელსაც სხვა ქვეყნებში სჭირდება სამი წელი. საქართველოში ჩამოვლენ მასწავლებლები, რომლებიც ჩამოიტანენ ისრაელში არსებულ მეთოდებს და გამოცდილებას", - აცხადებდა იციკ მოშე.

აგვისტოში ბიზნეს პალატის ხელმძღვანელი აცხადებდა, რომ მოლაპარაკებები რამდენიმე დღეში უნდა დასრულებულიყო, თუმცა, რა გახდა მოლაპარაკებების გაჭიანურების მიზეზი, უცნობია.

Subscribe to our news

Get the main news of the day