"ისთ ფოინთის" გახსნის შემდეგ "ლილო მოლში" გაყიდვები 10%-15%-ით შემცირდა,- ამის შესახებ "საქმის კურსს" "ლილო მოლის" ხელმძღვანელმა ლევან გაგუამ განუცხადა.
მისი თქმით, მომხმარებელი რაოდენობრივად არ შემცირებულა, მაგრამ დღეს ნაკლებ ფულს ხარჯავს, ვიდრე მანამდე და ამის მიზეზი ისაა, რომ მას მეტი არჩევანის საშუალება მიეცა. რაც შეეხება "ლილო მოლის" ახალი საიტის ამოქმედებას, რომელიც მომხმარებელს Amazon-ისა და Ebay-ის მსგავს სერვისს შესთავაზებს, ლევან გაგუა აცხადებს, რომ საიტი ზაფხულიდან ამუშავდება. ამავე პერიოდში ამოქმედდება "ლილო მოლის" არხი, რომელიც TV Shoping-ზე იქნება ორიენტირებული.