ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბრილიანტი აღამოაჩინეს. Bloomberg-ის ინფორმაციით, ძვირფასი ქვა სამხრეთ აფრიკაში, ლესოტოშია აღმოჩენილი.
კომპანია Gem Diamonds-მა 910-კარატიანი - დააახლოებით 2 გოლფის ბურთის ზომის - ქვა აღმოაჩინა. ბრილიანტის ფერი ე.წ. D ტიპისაა, რაც უიშვიათესია და ერთ-ერთ ყველაზე ძვირფასად ითვლება. მსოფლიოში აღმოჩენილ ბრილიანტებს შორის ახალაღმოჩენილი ქვა მსოფლიოში მეხუთეა სიდიდით.
კომპანია არ ასახელებს ბრილიანტის კონკრეტულ ფასს, რომელსაც ძვირფას ქვას დაადებს. მისი ფასი მოგვიანებით დადგინდება. თუმცა, კომპანია Lucara Diamond-მა 1,109-კარატიანი ბრილიანტი 53 მილიონ დოლარად გაყიდა გასულ წელს, თუმცა, რეკორდი 2015 წელს დაფიქსირდა, როდესაც 813 კარატიანი ბრილიანტი 63 მილიონ დოლარად გაიყიდა.