იტალიის მთავრობა მზადაა, მასკსა და ცუკერბერგს ორთაბრძოლისთვის კოლიზეუმის არენა დაუთმოს. აქვე შეგახსენებთ, გასულ დღეებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 52 წლის ილონ მასკი და 39 წლის მარკ ცუკერბერგი ორთაბრძოლაზე მას შემდეგ შეთანხმდნენ, რაც მასკმა Twitter-ის პოსტის კომენტარებში Meta-ს დამფუძნებელი ოფიციალურად გამოიწვია. ამის შემდეგ მარკ ცუკერბერგმა მასკის კომენტარი "დაასქრინშოთა" და პოსტს წარწერა დაურთო - "ლოკაცია ჩამიგდე".
ილონ მასკმა ორთაბრძოლისთვის ვეგასში მდებარე UFC-ის ოქტაგონი უკვე შეარჩია. პარალელურად, იტალიის მთავრობის წარმომადგენელი ცუკერბერგს დაუკავშირდა და ორთაბრძოლისთვის კოლიზეუმის სივრცე შესთავაზა. ცნობისთვის, გიგანტური ამფითეატრის შუაში მოთავსებული არენის ირგვლივ 4 იარუსად, საფეხურისებრ, განლაგებულია მაყურებელთა ადგილები (დაახლოებით 45-დან 50 ათასამდე). აქ, ძირითადად, გლადიატორთა ბრძოლა იმართებოდა. ამ ეტაპზე უცნობია, იქცევა თუ არა რომის კოლიზეუმი მილიარდერთა შერკინების სივრცედ.