Home
Category
TV Live Menu

იტალიაში მაღალშემოსავლიან უცხოელებს 100 000 ევროს ფიქსირებული გადასახადი უწესდებათ

58c271d498ab0
BM.GE
10.03.17 13:26
1153
იტალიის ხელისუფლებამ მაღალშემოსავლიანი უცხოელებისთვის 100 000 ევროს ოდენობის ოფიციალური გადასახადი დააწესა, - აღნიშნულის შესახებ სახელმწიფო საგადასახადო სამსახური ავრცელებს ინფორმაციას.

იმისათვის, რომ მდიდარ უცხოელებს საგადასახადო ორგანოებთან პრობლემები არ შეექმნათ, საკმარისია წელიწადში მათთვის დაწსებული 100 000 ევროს ოდენობის გადასახადი გადაიხადონ.

გადასახადს ის უცხოელები გადაიხდიან, ვინც გადასახადებს იტალიაში იხდიან, თუმცა ქვეყნის მოქალაქეები არ არიან. იტალიაში ადგილობრივ გადასახადის გადამხდელად ის პირი ითვლება, ვინც ქვეყანაში 183 დღეზე მეტს ყოფენ.

როგორც ადგილობრივი მედია აღნიშნავს, სიახლე მიმდინარე წლის ბიუჯეტშია დამტკიცებული და დაახლოებით ათას ადამიანზე მოქმედებს.

მსგავსი სქემები არსებობს ევროპის სხვა ქვეყნებშიც, მაგალითდ, გერმანიასა და ესპანეთში.

ერთჯერადი განაკვეთი შესაძლოა მათ ნათესავებსაც შეეხოთ, იმ შემთხვევაში თუკი ეს აქტივები გაყოფილია. ისინი წლიურ გადასახადს 25 000 ევროს გადაიხდიან.

ეკონომიკური განვითარების სამინისტროს კანცელარიის ხელმძღვანელის გაბრიციო პაგანის განცხადებით, აღნიშნული ღონისძიება იტალიაში ფინანსური რესურსების მოზიდვას ისახავს მიზნად.

Subscribe to our news

Get the main news of the day