Home
Category
TV Live Menu

იტალიის ელჩი: პირველი ბიზნესმენი, რომელმაც საქართველო აღმოაჩნა ვენეციელი ვაჭარი იყო და მას მარკო პოლო ერქვა

594e2d513687a
BM.GE
24.06.17 13:11
882
"პირველი ბიზნესმენი, რომელმაც საქართველო აღმოაჩნა და აქ იმყოფებოდა ვენეციელი ვაჭარი იყო და მას მარკო პოლო ერქვა“, - განაცხადა „საქმის კურსთან“ ინტერვიუში საქართველოში იტალიის ელჩმა.

ანტონიო ენრიკო ბარტოლის განცხადებით, იტალია ორ ქვეყანას შორის ბიზნეს ურთიერთობების გაუმჯობესებაზე აქტიურად მუშაობს, თუმცა იტალიაში საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის შესახებ ინფორმაციის ნაკლებობაა.

„რუმინეთში დაახლოებით 20 000-ზე მეტი იტალიური კომპანიაა ამჟამად და მე ვერ ვხედავ ვერცერთ მიზეზს იმისა თუ რატომ არ შეიძლება საქართველოშიც ვიყოთ ასეთი მასშტაბური ინვესტიციებით წარმოდგენილი. ეკონომიკური თვალსაზრისით ხომ ფაქტობრივად ერთი და იმავე მდგომარეობაა ამ ქვეყნებში. ალბათ უფრო მეტი ძალისხმევაა საჭირო იმისათვის რომ მსოფლიომ გაიგოს თქვენი შესაძლებლობების შესახებ.

ძალიან მიმზიდველია საქართველოს ინფრასტრუქტურული სექტორი. მე რასაკვირველია ვხედავ და ვაცნობიერებ თქვენს მზარდ შესაძლებლობებს და ბოლო პერიოდში არაერთ ბიზნეს დელეგაციას ვუმასპინძლე იტალიიდან ამ შესაძლებლობებზე მსჯელობის მიზნით.

უკვე განხორციელებულ იტალიურ ინვესტიციებსზე თუ ვისაუბრებთ რასაკვირველია პირველია „ფერერო“, რომლის საინვესტიციო მოცულობაც საქართველოში 81 მილიონი ევროა“, - ამბობს ელჩი.

Subscribe to our news

Get the main news of the day