Home
Category
TV Live Menu

იტალიის ელჩი: საქართველო იგრძნობს თავს ევროკავშირის წევრად, რაც ძალიან მნიშვნელოვანია

58b43c9d34717
BM.GE
27.02.17 19:00
994
საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ, იტალიის ელჩი საქართველოში ქვეყნებს შორის ტურისტული მიმოსვლის ზრდას ელოდება.

როგორც ანტონიო ენრიკო ბარტოლიმ ბიზნესკონტრაქტთან საუბრისას განაცხადა, ვიზალიბერალიზაცია დააჩქარებს ქვენებს შორის ეკონომიკურ და სავაჭრო ურთიერთობებსაც.

"ნაბიჯი, რომელიც დღეს გადაიდგა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის ერთდროულად არის როგორც სიმბოლური ასევე ძალიან მნიშვნელობანი შედეგი.
ესაა პასუხი ყველა იმ ნაბიჯზე, რაც საქართველომ გაატარა რეფორმების თვალსაზრისით. მიღწევა საკმაოდ დიდია. ვიზალიბერალიზაცია დააჩქარებს ურთიერთობებს - ჩვენ მზად ვართ ამისთვის.

იტალიიდან ტურისტების რაოდენობა 16%-ით გაიზარდა, გასულ წელს. ჩვენ ძალიან დიდი ზრდა გვქონდა ბიზნეს ვიზების კუთხით. ამასთან საქართველოს საკმაოდ დიდი დიასპორა ჰყავს იტალიაში და უვიზო მიმოსვლა მოქალაქეებს გაუადვილებთ ოჯახის წევრების ნახვას.

საქართველო იგრძნობს თავს ევროკავშირის წევრად, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ელჩმა.

Subscribe to our news

Get the main news of the day