Home
Category
TV Live Menu

იტალიის მთავრობის საჩუქარი სრულწლოვანი მოქალაქეებისთვის - 500 ევრო წიგნებისთვის

581da46198b42
BM.GE
05.11.16 13:19
1684
იტალიელები, რომლებსაც 18 წელი შეუსრულდებათ, სახელმწიფოსგან 500 ევროს მიიღებენ. თუმცა, თანხის დახარჯვა ახალგაზრდებს მხოლოდ წიგნების შესაძენად ან კულტურულ ღონისძიებებზე დასასწრებად შეეძლებათ. მთავრობის ინიციატივა იტალიელ ახალგაზრდებს ამ შესაძლებლობით სარგებლობის საშუალებას 2016 წლის 3 ნოემბრიდან 2017 წლის 31 დეკებრამდე აძლევს.

თანხის მოთხოვნა 18-წლის მოქალაქეებს სპეციალური აპლიკაციის საშუალებით შეუძლიათ, რომლის მეშვეობითაც 500 ევროს დახარჯავენ სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებაში - კინოს, კონცერტისა თუ თეატრის ბილეთებში, მუზეუმებში ვიზიტებში და რა თქმა უნდა, წიგნებში.

ინიციატივის განხორციელება იტალიის ხელისუფლებას 290 მილიონი ევრო დაუჯდება.

Subscribe to our news

Get the main news of the day