იტალიის ხელისუფლება საბანკო სექტორის დასახმარებლად 20 მილიარდი ევროს გამოყოფას გეგმავს. ამისთვის მთავრობას იტალიის პარლამენტის თანხმობა სჭირდება.
როგორც BBC წერს, თანხა ხელისუფლებას სუსტი საბანკო სისტემის დასახმარებლად სჭირდება. განსაკუთრებული რისკის ქვეშ იტალიის სიდიდით მესამე და მსოფლიოში უძველესი ბანკი Monte dei Paschi di Siena იმყოფება. ბანკმა კაპიტალი თვის ბოლომდე 5 მილიარდი დოლარით უნდა გაზარდოს. თუ საფინანსო სექტორმა თანხების მოზიდვა კერძო სექტორისგან ვერ მოახერხა, მას შესაძლოა ხელისუფლება დაეხმაროს.
BBC-ის ინფორმაციით, ბანკს ტვირთად ე.წ. ცუდი სესხები ადევს.