Home
Category
TV Live Menu

ივლისში აგარაკის აფთიაქი 2 ლარით გაიაფდა

57bac3afd3d12
BM.GE
22.08.16 12:58
1135
ფარმამონიტორის ფარგლებში ჯანდაცვის პლატფორმა ფანასკერტელის აფთიაქის სერიის ბოლო ჯგუფის აფთიაქს აქვეყნებს.

ივლისის თვის მონაცემებით აგარაკის აფთიაქის შევსება 83 ლარის ნაცვლად 81 ლარი ღირდა. ივნისში 16 დასახელების მედიკამენტის შეძენა 64 ლარად, ივლისში კი 65 ლარად იყო შესაძლებელი. აგარაკის აფთაიქში შემავალი აქსესუარების ფასი 11 ლარის ნაცვლად 9 ლარამდე შემცირდა. 8 დასახელების ანტისეპტიკური საშუალების საერთო ღირებულება კი 8 ლარის ნაცვლად 7 ლარი იყო. საერთო ჯამში კი აფთიაქის ღირებულება 2 ლარით შემცირდა.

შეგახსენებთ, აგარაკის აფთიაქში შედის ისეთი მედიკამენტები როგორიცაა: ანტისეპტიკური საშუალებები, დამწვრობის, მოწამვლის დროს საჭირო პრეპარატები, სიცხის დამწევი, ტკივილგამაყუჩებელი, კარდიოლოგიური მედიკამენტები, მზისგან და მწერებისგან დამცავი საშუალებები.

Subscribe to our news

Get the main news of the day