Home
Category
TV Live Menu

ივლისში ქარის სადგურმა 6 მილიონ კილოვატ საათზე მეტი ელექტროენერგია გამოიმუშავა

597ee66213903
BM.GE
31.07.17 12:11
697
ქარის სადგურის სააქციო საზოგადოებად გარდასაქმნელად, საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვაზე, ენერგეტიკის განვითარების ფონდი ტენდერს გამოაცხადებს. ფონდში „საქმის კურსს“ განუცხადეს, რომ სადგურის ღირებულება უკვე შეფასებულია. შესაბამისი კვლევა BDO-მ მაშინ მოამზადა, როდესაც სადგურის აუქციონზე გასხვისება იგეგმებოდა, თუმცა რადგან მთავრობა სადგურის აქციების განთავსებას საფონდო ბირჟაზე აპირებს საკნსულტაციო მომსახურების შეძენა ხელახლა მოხდება. სწორედ აღნიშნული კვლევა განსაზღვრავს თუ რა პირობებით უნდა მოხდეს ქართლის ქარის სადგურის აქციების გამოშვება, რა იქნება მისი ღრებულება და დაიტოვებს თუ არა აქციების საკონტროლო პაკეტს სახელმწიფო.

ენერგეტიკის განვითარების ფონდის ინფორმაციით, ივლისში სადგურმა 6 მილიონ კილოვატ საათზე მეტი ელექტროენერგია გამოიმუშავა, სადგურის მიერ ჩართვის დღიდან გამომუშავებული და მიწოდებული ელექტრო ენერგია კი 60 მილიონ კილოვატ საათამდეა.

Subscribe to our news

Get the main news of the day