2016 წლის ივლისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 100.7 მლნ აშშ დოლარი, ანუ 235.3 მლნ ლარი შეადგინა, რაც 10.4 პროცენტით (9.5 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2015 წლის ივლისის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 92.3 პროცენტი იმ 13 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ ივლისში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 13 ქვეყანაზე გასული წლის ივლისში მთელი ფულადი გზავნილების 91.7 პროცენტი მოდიოდა.
საანგარიშო პერიოდში, საბერძნეთიდან 11 მილიონი დოლარის ტრანსფერი განხორციელდა, იტალიიდან 9,9 მილიონის, ესპანეთიდან 2,7-ის, ხოლო გერმანიიდან კი 2,4 მილიონის. 1,4 მილიონი დოლარი შემოვიდა გაერთიანებული სამეფოდან. რუსეთიდან ტრანსფერებმა 37,7 მილიონი დოლარი შეადგინა, აშშ-დან კი 11 მილიონი. ასევე, 7,3 მილიონი შემოვიდა თურქეთიდან.
2016 წლის ივლისში საქართველოდან საზღვარგარეთ 15.7 მლნ აშშ დოლარი (36.8 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 12.6 მლნ აშშ დოლარისა (28.5 მლნ ლარისა) გასული წლის ივლისში.