Home
Category
TV Live Menu

ივლისში სებ-ის საერთაშორისო რეზერვების მოცულობა 18.3 მლნ აშშ დოლარით შემცირდა

59aa86fd87a34
BM.GE
02.09.17 16:00
753
ივლისში ეროვნული ბანკის ოფიციალური საერთაშორისო რეზერვების მოცულობა 18.3 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. ბანკის მონაცემებით, რეზერვებზე კლების მიმართულებით მოქმედებდა კომერციული ბანკების საკორესპონდენტო ანგარიშებზე ნაშთების შემცირება და ხაზინასთან განხორციელებული ოპერაციები. საანგარიშო თვეში გადაფასებამ საერთაშორისო რეზერვების ზრდა განაპირობა.

ივნისში ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვების მოცულობა 2 მლრდ 956 მლნ დოლარს შეადგენდა.

Subscribe to our news

Get the main news of the day