Home
Category
TV Live Menu

ივნისის ბოლოს საქართველოს ამერიკელი კინოპროდუსერები ეწვევიან

575fa34883a72
დავით ჯალაღონია
14.06.16 10:23
1081
ივნისის ბოლოს საქართველოს ამერიკელი კინოპროდუსერები ეწვევიან.
 
როგორც "ბიზნესკონტაქტს" ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთი ბოჭორიშვილმა განუცხადა, აშშ–ის კინოინდუსტრიის წარმომადგენლები სამომავლო პროექტების დასაგეგმად ადგილზე სხვადასხვა ლოკაციას შეისწავლიან.

"ამის შემდეგ, ივლისში, ინდოელების დიდ ჯგუფს ველოდებით და ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ერთ ამერიკულ და ერთ ევროპულ ფილმზე განაცხადებია შემოტანილი. ამ ფილმების გადაღებები სექტემბერში დაიწყება. ამ ეტაპზე კი ინდოელებმა ჩვენი პროექტის ფარგლებში გადაღებები უკვე დაიწყეს, რომელიც 65 დღე გაგრძელდება და მისი ბიუჯეტი 3.5 მილიონი დოლარია", – განაცხადა ბოჭორიშვილმა და დასძინა, რომ "ინდოელები გადაწყვეტილებებს სწრაფად იღებენ“.

მისივე ინფორმაციით, წელს ჩვენს ქვეყანაში მინიმუმ ხუთამდე უცხოურ ფილმს გადაიღებენ.

შეგახსენებთ, რომ კინოინდუსტრიის განვითარების პროგრამას მეწარმეობის განვითარების სააგენტო კურირებს. პროგრამის მიხედვით, კომპანიებსა და პროდუსერებს საქართველოში გადაღებებზე გაწეული კვალიფიციური ხარჯების 20%-დან 25%-მდე აუნაზღაურება. ამ საგადასახადო შეღავათს მხოლოდ ის პროექტები მიიღებენ, რომელთა ბიუჯეტი მინიმუმ ნახევარი მილიონი დოლარია.

Subscribe to our news

Get the main news of the day