Home
Category
TV Live Menu

ივნისში ამერიკის ეკონომიკაში 222 000 სამუშაო ადგილი შეიქმნა

5960ca27ae665
BM.GE
08.07.17 16:02
705
ივნისში ამერიკის ეკონომიკაში 222 000 სამუშაო ადგილი შეიქმნა, რაც პროგნოზირებულზე მაღალი მაჩვენებელია. 

ქვეყანაში უმუშევრობის მაჩვენებელი 4,4%-ია, რაც 2001 წლის შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

ბოლო წლებში ამერიკის შეერთებულ შტატებში უმუშევრობის მაჩვენებელი ყველაზე მაღალი 2009 წელს, ეკონომიკური კრიზისის შემდეგ იყო და 10%-ს აღემატებოდა.

ივნისში ქვეყანაში ხელფასები 2,5%-ით გაიზარდა, რაც FED-ის პროგნოზსს 1%-ით ჩამორჩება.

ამასთან, იმ ადამიანების რიცხვი ვისაც სრულ განაკვეთზე სურთ მუშაობა 8,6%-მდე გაიზარდა.

Subscribe to our news

Get the main news of the day