Home
Category
TV Live Menu

ივნისში დეპოზიტების დოლარიზაციის მაჩვენებელი შემცირდა

579f01150b745
BM.GE
01.08.16 11:57
1160
ივნისში ლარით დენომინირებული დეპოზიტების მოცულობა გაიზარდა 235.2 მლნ ლარით (5.3 პროცენტით) და 4.70 მლრდ ლარი შეადგინა. ეროვნული ბანკის ცნობით, ეროვნული ვალუტით დეპოზიტების ზრდა მეტწილად გამოიწვია მიმდინარე ანგარიშების მატებამ. ლარის რესურსის 36.1 პროცენტი ფიზიკური პირების დეპოზიტებზე მოდის. უცხოური ვალუტით დენომინირებულ დეპოზიტებზე, 2.1 პროცენტიანი (88.0 მლნ დოლარი) კლება დაფიქსირდა და პერიოდის ბოლოს 4.12 მლრდ დოლარი შეადგინა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აღნიშნული კლება ძირითადად განპირობებული იყო იურიდიული პირების მიმდინარე ანგარიშების კლებით. სავალუტო და სალარე დეპოზიტების ზრდის ტემპიდან გამომდინარე დეპოზიტების დოლარიზაციის მაჩვენებელი, 2016 წლის ივნისში, 0.3 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 67.3 პროცენტს გაუტოლდა. ივნისის ბოლოსთვის, იურიდიული და ფიზიკური პირების დეპოზიტების დოლარიზაცია, შესაბამისად, 56.5 და 79.2 პროცენტს შეადგენდა.

Subscribe to our news

Get the main news of the day