ივნისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 105.4 მლნ აშშ დოლარი, ანუ 230.6 მლნ ლარი შეადგინა, რაც 4.9 პროცენტით (4.9 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2015 წლის ივნისის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 91.7 პროცენტი იმ 13 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ ივნისში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 13 ქვეყანაზე გასული წლის ივნისში მთელი ფულადი გზავნილების 92.1 პროცენტი მოდიოდა.
13 მილიონი შეადგინა ფულადმა გზავნილებმა საბერძნეთიდან და მან მთელი მოცულობის 12,5% დაიკავა. 11 მილიონის ტრანსფერი განხორციელდა იტალიიდან, 2,9-2,9 მილიონის ესპანეთიდან და გერმანიიდან. 1,4 მილიონი შეადგინა ფულადმა გზავნილებმა დიდი ბრიტანეთიდან, მისი წილი მთლიან მოცულობაში 1,4%-ია.
35 მილიონი დოლარის ფულადი გზავნილი შემოვიდა რუსეთიდან, რუსეთის წილი მთლიან მოცულობაში 34 პროცენტია.
10 მილიონი შეადგინა ფულადმა გზავნილებმა ამერიკიდან, ხოლო თურქეთიდან კი 7,8%.
2016 წლის ივნისში საქართველოდან საზღვარგარეთ 16.5 მლნ აშშ დოლარი (36.1 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 14.3 მლნ აშშ დოლარისა (32.5 მლნ ლარისა) გასული წლის ივნისში.