Home
Category
TV Live Menu

ივნისში ვადაგადაცილებული სესხები 13 მილიონით გაიზარდა და 374.3 მილიონი ლარი შეადგინა

579b67bd6e175
BM.GE
29.07.16 18:25
1095
ივნისში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხები 71.6 მლნ ლარით (1.3 პროცენტით) გაიზარდა და 5.50 მლრდ ლარს გაუტოლდა. ეროვნული ბანკის თვის მიმოხილვის მიხედვით, უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა ივნისში 104.7 მლნ აშშ დოლარით (2.3 პროცენტით) გაიზარდა და პერიოდის ბოლოს 4.62 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. ამ კატეგორიის კრედიტების 60.0 პროცენტს იურიდიულ პირებზე გაცემული სესხები შეადგენდა, ხოლო 83.8 პროცენტი გრძელვადიან დაკრედიტებას უჭირავს. უცხოური ვალუტით დაკრედიტების ზრდა, ძირითადად გრძელვადიანი დაკრედიტების ზრდით არის გამოწვეული.

ივნისის თვეში, ვადაგადაცილებული სესხები 13.0 მლნ ლარით გაიზარდა და 374.3 მლნ ლარს გაუტოლდა. მათი წილი კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელში 2.3 პროცენტი იყო. ვადაგადაცილებული სესხების 40.0 პროცენტი ეროვნული ვალუტით არის დენომინირებული.

Subscribe to our news

Get the main news of the day