Home
Category
TV Live Menu

ივნისში ვადაგადაცილებული სესხები 16.9 მლნ ლარით შემცირდა

597ecd369cd24
BM.GE
31.07.17 10:25
745
ივნისში ვადაგადაცილებული სესხები 16.9 მლნ ლარით შემცირდა და 440.0 მლნ ლარს გაუტოლდა. მათი წილი კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელში 2.3 პროცენტი იყო. ეროვნული ბანკის მონაცემებით, ვადაგადაცილებული სესხების 42.0 პროცენტი ეროვნული ვალუტით არის დენომინირებული. საანგარიშო პერიოდში, მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაციის მაჩვენებელი 1.0 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 58.1 პროცენტს გაუტოლდა.

საანგარიშო პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხები 285.8 მლნ ლარით (3.8 პროცენტით) გაიზარდა და 7.91 მლრდ ლარს გაუტოლდა. უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა ივნისში 14.0 მლნ აშშ დოლარით (0.3 პროცენტით) გაიზარდა და პერიოდის ბოლოს 4.70 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. ამ კატეგორიის კრედიტების 57.0 პროცენტს იურიდიულ პირებზე გაცემული სესხები შეადგენდა, ხოლო 85.2 პროცენტი გრძელვადიან დაკრედიტებას უჭირავს. 57.8 პროცენტს შეადგენს სესხები უცხოური ვალუტით. უცხოური ვალუტით დაკრედიტების ზრდა, ძირითადად ფიზიკური პირების მოკლევადიანი დაკრედიტების მატებით არის გამოწვეული.

Subscribe to our news

Get the main news of the day