სკოლებში უფასო კვების პროგრამის დაწყების და შესაძლო მოდელის გამოვლენის მიზნით გაეროს ბავშვთა ფონდის, საქართველოს პარლამენტის, განათლებისა და მეცნიერების, ასევე ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაწილეობით იანვრის ბოლოს სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ რომ სასკოლო კვების პროგრამის ძირითადი პრინციპები თანასწორობა და ინკლუზიურობა იქნება, მასშტაბური სამუშაოების ჩატარების შედეგად კი მისი ამოქმედება 2023-ის სექტემბრიდანაც შესაძლებელი იქნება.
რა მოდელი შეირჩა და არსებობს თუ არა ამ დროისთვის რაიმე გაწერილი ბიუჯეტი მოსწავლეების უფასო კვებისთვის?
სტუმარი: თამარ უგულავა - “ საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ნუტრიციისა და ჯანდაცვის სპეციალისტი;