Home
Category
TV Live Menu

ჯანდაცვის მინისტრი მოსახლეობას აფრთხილებს - "მექნება თხოვნა, რომ ბავშვთა კვების შეძენამდე ყურადღება მიაქციონ ვარგისიანობის ვადას"

58ff54b92a017
სალომე მეცხვარიშვილი
25.04.17 20:05
1260
ჯანდაცვის მინისტრი მოსახლეობას აფრთხილებს, პროდუქტების შეძენისას, განსაკუთრებით კი ბავშვთა საკვების შეძენისას ვადას ყურადღება მიაქციონ. ამის შესახებ სერგეენკომ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელმაც აღნიშნა, რომ დაფიქისრდა შემთხვევა, როდესაც ვადაგასული პროდუქტის გამო მცირეწლოვანი ბავშვი ცუდად გახდა.

"ჯანდაცვის სამინსიტრო ახორციელებს კონტროლს მედიკამენტებზე და სამკურნალო საშუალებებზე. აფთიაქებში ვყიდულობთ ნიმუშებს და ვამოწმებთ ლაბორატორიაში. რაც შეეხება კვების პროდუქტებს, კვების პროდუქტების ხარისხის შემოწმება არის სურსათის უვნებლობის სააგენტოს კომპეტენცია. მე არავიზე არ გადამაქვს ისრები, მაგრამ ყველასადმი მექნება თხოვნა, რომ შეძენამდე, განსაკუთრებით ბავშვთა კვების შეძენისას ყურადღება მიაქციონ ვარგისიანობის ვადას",- განაცხადა სერგეენკომ.

Subscribe to our news

Get the main news of the day